კურიერის ექსკლუზივი, ყაჩაღობის კადრები, სადაც საქმის მთავარი ფიგურანტი ჩანს - რამდენი მილიონია წაღებული კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისიდან | Rustavi2

ევროკავშირი არ აღიარებს “საპარლამენტო არჩევნებს“, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარდა - პიტერ სტანო

ეგზიტპოლის მიხედვით, საბერძნეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის “ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ბენი განცმა ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა

ეგზიტპოლის თანახმად, ოლაფ შოლცის “სოციალ-დემოკრატები“ გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდნენ

ირანში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ექვსი კანდიდატი დაამტკიცეს

ეგზიტპოლის თანახმად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მემარჯვენე პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა

ტალახის ვულკანი საქართველოში...

“ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ბოლო სამხედრო ოპერაციის დროს სამი ისრაელელი მძევალი დაიღუპა

“ხუმარა“, “ნიანგი“, “თაგუნა“ და “ეშმაკის მათრახი“ - რა გზა გაიარა ქართული კარიკატურის ისტორიამ

ეგზიტპოლის თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ

“ქურაშის ოთხთავი“ - აღდგენილი სახარება, რომელიც მცველებს სვანეთში დაუბრუნდათ

თბილისში ახალაშენებული კორპუსი ინგრევა - ევაკუაცია საცხოვრებელი ბინიდან, ვინ იღებს პასუხისმგებლობას უსახლკაროდ დარჩენილ 60 ოჯახზე

59 ჭრილობა დანით - კურიერი P.S-მა ლილოში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები გაარკვია

შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დააწესა - როგორ აფასებენ სამოგზაურო შეზღუდვებს ოპოზიციაში და რა პოზიცია აქვს უმრავლესობას

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ევროპარლამენტარებს ირჩევს, 4 საათში ცენტრალური უბნები დაიხურება

რიკოთზე ძლიერი წვიმის შედეგად ლაფი ჩამოვიდა - ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილი

კახეთი ეთნოსპორტის საბრძოლო ხელოვნების პირველ ფესტივალს მასპინძლობს

“ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღინიშნა

შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ, ევროატლანტიკურ მისწრაფებებში - თეთრი სახლი

განადგურებული ვენახი და ხეხილი, გადახდილი სახურავები - სტიქია ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ბათუმი წელს უკვე მე-17 ბლექსი ჯაზ ფესტივალს ივლისში უმასპინძლებს

246-დღიანი ტყვეობა 4 ადამიანისთვის დასრულებულია - "ცაჰალის" სპეცოპერაციის შედეგად "ჰამასის" გატაცებული ადამიანები უკვე უსაფრთხოდ არიან

როგორი იქნება ახალი მოწვევის ევროპარლამენტი - პასუხი ცნობილი ხვალ გახდება, როცა ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურება

საქართველოს მიღწევების მორგი აღიარება - ქვეყნის პროგრესი ამჯერად "ატლანტიკური საბჭოს" მიერ გამოქვეყნებულმა თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსმა შეაფასა

ტრიოს ნაცვლად ორი ქვეყანა - ევროკომისიის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი უსამართლობად აფასებს

სავიზო შეზღუდვები ვაშინგტონიდან და პოლიტიკური შეფასებები თბილისში - "ქართული ოცნება" უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს

უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის იარაღი იყო, მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები მოსკოვს ალბათ დეპეშით უპატაკებდნენ - შალვა პაპუაშვილი

"მსგავს საამაყო ახალგაზრდებზე ხელის აღმართავ ძალას დიდი დრო არ დარჩენია" - მიხეილ სააკაშვილი ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას ეხმაურება

უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გარდა, პოლონელი ფერმერები აპროტესტებენ ევროპის აგრარულ პოლიტიკას, რომელიც ფერმერებს რიგ გარემოსდაცვით და კლიმატურ მოთხოვნებს უყენებს

ანსამბლ "მართვეს" 46 წლისადმი მიძღვნილ სოლო კონცერტს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუსი

ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, პირველად, დაშნით ფარიკაობაში მედია ტურნირი ჩატარდა

ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს - ვინ ლიდერობს და რა მოლოდინები აქვთ ქვეყნებში

საქართველოს აქვს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში უპრეცედენტო ნახტომისებური პროგრესი - ბექა ოდიშარია

ინდექსები მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებდა დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას - თეონა აქუბარდია

ბოლო 24 საათის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის საცეცხლე პოზიციებზე სულ 2450 იერიში განახორციელა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები UEFA-ს 2024 წლის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად იმუშავებს უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა

ღრმად შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომ თქვენზე თავდასხმა მოხდა, ვგმობ ამ საზიზღარ აქტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი დანიის პრემიერზე

შოკირებული ვარ დემოკრატიულად არჩეული კიდევ ერთი ლიდერის მიმართ განხორციელებული ფიზიკური აგრესიით - ჯოზეფ ბორელი დანიის პრემიერზე

ირაკლი ზარქუა: ველოდები, რომ ტრამპი შეძლებს ამერიკა გახადოს უფრო დიადი და სამართლიანი - მისტერ ტრამპ, აბა თქვენ იცით, გამარჯვებები!

კურიერის ექსკლუზივი, ყაჩაღობის კადრები, სადაც საქმის მთავარი ფიგურანტი ჩანს - რამდენი მილიონია წაღებული კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისიდან

"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კადრები, კრიპტოვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ოფისშია გადაღებული. წუთნახევრიან მასალაში 30 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის დეტალები ჩანს.

სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ 17 საათსა და 36 წუთზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ოფისში რამდენიმე მამაკაცი შევიდა. "კურიერის" ინფორმაციით, მათ შორის იყო ძმები ფეიქრიშვილებიდან ერთ-ერთი - დათო ფეიქრიშვილი. მას თეთრი მაისური ეცვა და ქუდი ეხურა. ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალაში ჩანს, რომ თანმხლებ პირებს მითითებებს, როგორ იმოქმედონ, სწორედ ფეიქრიშვილი აძლევდა. ოთახის კუთხეში ახალგაზრდა მამაკაცი დგას. ის კომპანიის კუთვნილი სერვერების ამოღებას ცდილობს. სწორედ ამ სერვერებით, "კურიერის" ინფორმაციით, მათ რამდენიმე მილიონის წაღება შეძლეს. წაღებულია 900 ათასამდე ამერიკული დოლარიც.

დათო ფეიქრიშვილის და მისი ძმის სახელი არაერთ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებდა. ისინი რამდენჯერმე ნასამართლევებიც არიან. სამართალდამცველებმა ძმები 2016 წელს, იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს; მანამდე კი ტყუპი ფეიქრიშვილები სოსო ჯოხაძის მკვლელობასაც დაუკავშირეს. 2020 წელს ძმების აფეთქება იგეგმებოდა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაული სისრულეში მოყვანამდე აღკვეთა და 7 პირი დააკავა .

30 ოქტომბერს მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე, ფეიქრიშვილს ბრალი დაუსწრებლად უკვე წარუდგინეს და მას პოლიცა ეძებს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ჯგუფი, რომელსაც სავარაუდოდ, დათო ფეიქრიშვილი ხელმძღვანელობდა, კარგად მომზადებული იყო. მათ თან ჰქონდათ ყურის რაციებიც და გარე ტერიტორიასაც აკონტროლებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოფისიდან გამოსულებს ქუჩაში ავტომობილებით ელოდებოდნენ.

დათო ფეიქრიშვილის ადვოკატი ბრალდებულის დანაშაულთან კავშირს გამორიცხავს. გიორგი ანთაძე ამბობს, რომ "კურიერის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური კადრები არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ ფეიქრიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და ყაჩაღობის მონაწილე იყო.

საპირისპიროს ამტკიცებს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. მასალის არაერთ მონაკვეთში ჩანს, რომ დათო ფეიქრიშვილს საქამრეში, სავარაუდოდ, სწორედ იარაღი აქვს ჩადებული. ოთახში ამ დროს ოფისის თანამშრომლებთან ერთად, მომხმარებლებიც იმყოფებოდნენ და მათ გადაადგილების უფლება ეზღუდებოდათ.

როგორ მოახერხეს დამნაშავეებმა გაძლიერებული დაცვითი სისტემის მიუხედავად ოფისში შეღწევა - დეტალები "კურიერთან" დღეს "ტონვექსის" იურისტმა მოყვა. მიხეილ მესხის თქმით, მამაკაცები ოფისის თანამშრომლებს კოლეგებად გაეცნენ და კარი მოტყუებით გააღებინეს.

ჭავჭავაძის 37 ნომერში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე, ამ ეტაპზე, 2 პირია დაკავებული, დათო ფეიქრიშვილს კი ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი კიდევ 4 პირს. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გენერალურმა პროკურატურაში დღის ბოლოს ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა.

კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარ დანაშაულზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
 მისწერე წერილი ჟურნალისტს

ახალი ამბები 
 
 უყურეთ რუსთავი 2-ს 
 სოციალური ქსელი 
 რეკლამა 
 დაგვიკავშირდით

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2. ყველა უფლება დაცულია